ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ე.წ. პარლამენტის წინ 20-ამდე აქტივისტმა კარვები გაშალა. აქტივისტები ე.წ. პარლამენტის მიერ ანტიკორუფციული კანონის მიღებას ითხოვენ.
როგორც აქციის წევრები სოციალურ ქსელებში წერენ, მათთან უკვე მივიდნენ მოლაპარაკებებზე ე.წ. პარლამენტარები, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ე.წ. პარლამენტი არ მიიღებს ანტიკორუფციულ კანონს.