სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.