სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

1992-1993 წლებში, ომის შედეგად, 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს მასშტაბით.