სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, სუს-ის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, – ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.