აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზის მიწოდება 17 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო.
თურქეთის, საქართველოს, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სერბეთის შემდეგ სლოვენია მეცხრე ქვეყანა გახდა, რომელსაც აზერბაიჯანი ბუნებრივ აირს მიაწვდის.
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს აზერბაიჯანმა 23,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა.