„სოკარი“ – აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურისთვის ცეცხლის გახსნით, სომხეთი საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც

10:37, 07.10.2020

აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც, – როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ წარმომადგენელმა, იბრაჰიმ აჰმედოვმა განაცხადა.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეწილეებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები. აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც“, – აღნიშნულია აჰმედოვის განცხადებაში.

აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმა სცადა. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის უწყება კატეგორიულად უარყოფს და აზერბაიჯანის განცხადებას ტყუილს უწოდებს.

მსგავსი