„სოკარი“ - აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურისთვის ცეცხლის გახსნით, სომხეთი საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც
„სოკარი“ - აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურისთვის ცეცხლის გახსნით, სომხეთი საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც

აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც, – როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ წარმომადგენელმა, იბრაჰიმ აჰმედოვმა განაცხადა.

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეწილეებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები. აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც“, – აღნიშნულია აჰმედოვის განცხადებაში.

აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმა სცადა. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის უწყება კატეგორიულად უარყოფს და აზერბაიჯანის განცხადებას ტყუილს უწოდებს.