სოფო ვერძეული - პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა, გაბრაზებული ხალხის ენერგია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა
პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა, გაბრაზებული ხალხის ენერგია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა და აზრი დაუკარგა დღევანდელ პროტესტს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი სოფო ვერძეული სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები დამღუპველია.
„დამღუპველია, რაც ახლა რუსთაველზე ხდება. პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა, გაბრაზებული ხალხის ენერგია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა და აზრი დაუკარგა დღევანდელ პროტესტს.
„გადაგორების” სტრატეგიით ხელისუფლებამ ისევ ღრმა კრიზისი შექმნა და საბოლოოდ ისევ ხალხი და პოლიცია დააყენა ერთმანეთის პირისპირ.
მძიმე ღამეა. პოლიციამ არ უნდა დაუშვას არაპროპორციული ძალის გამოყენება არც ადგილზე და არც დაკავებულების მიმართ. ხალხს უნდა მიეცეს ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება“, – აცხადებს სოფო ვერძეული.
პარლამენტის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები აქციის დაშალას ცდილობენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია დატოვა.