სოფო სიხარულიძე - როდესაც ჩემს თანატოლებს ვხედავ ბოროტი ადამიანების გვერდზე, გული მტკივა, ვხედავ, როგორ იყენებენ მათ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის, მინდა, დასრულდეს ეს ყველაფერი
სოფო სიხარულიძე - როდესაც ჩემს თანატოლებს ვხედავ ბოროტი ადამიანების გვერდზე, გული მტკივა, ვხედავ, როგორ იყენებენ მათ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის, მინდა, დასრულდეს ეს ყველაფერი

როდესაც ჩემს თანატოლებს ვხედავ ბოროტი ადამიანების გვერდზე, გული მტკივა, რადგან ვხედავ, როგორ იყენებენ მათ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის, მინდა, დასრულდეს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სოფო სიხარულიძემ რესპუბლიკის მოედანზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოკლედ გეტყვით, რატომ მოვედი დღეს აქ. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, მე მწარედ მახსოვს იმ რეჟიმის სისასტიკე. მაშინ პატარა ვიყავი, სულ რაღაც ოთხი წლის, მაგრამ მახსოვს და აღარ მინდა, იგივე განმეორდეს. დღეს, როდესაც ჩემს თანატოლებს ვხედავ ბოროტი ადამიანების გვერდზე, გული მტკივა, რადგან ვხედავ, როგორ იყენებენ მათ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის. მინდა, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი. არ მინდა, რომ სიძულვილის თვალებით ვუყურებდეთ ყველა ერთმანეთს. არ მინდა, რომ საზოგადოება იყოს დაყოფილი იმისიანად და ამისიანად. ჩვენ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს. მინდა, რომ საქმით გვიყვარდეს საქართველო“, – განაცხადა სოფო სიხარულიძემ.