სოფო ქაცარავა - საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამას კონკრეტული მიზანი ექნება
სოფო ქაცარავა - საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამას კონკრეტული მიზანი ექნება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო ქაცარავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია უცვლელია.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება. ეს კონკრეტული მიზანი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებია და თუ მცირე ნაბიჯი გადაიდგმება იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში შეხვედრა – შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს. სხვა მოცემულობები და შესაძლებლობები იყო, როცა პრეზიდენტს შეეძლო, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებისთვის მხარი დაეჭირა”, – განაცხადა ქაცარავამ.