სოფო ქაცარავა - სტრასბურგის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ყველა ბრალდება უსაფუძვლოა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას შეფასებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
ქაცარავას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმას ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ყველა უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა აწარმოა, უსაფუძვლოა.
„ეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა”, – აღნიშნა ქაცარავამ.
საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.