სოფო ქაცარავა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა.
როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, ცალკეული პოლიტიკოსების რეაქცია და კომენტარები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან უხერხულია.
„არასერიოზულია სტრასბურგის სასამართლოს მოსყიდვაზე აპელირება, ისევე როგორც რუსეთის გავლენებზე ლაპარაკი. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.