სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში რამდენიმე საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდება
სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში რამდენიმე საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, „მინისტრის საათის“ ფორმატში რამდენიმე საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდება, მათ შორის საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით.

ქაცარავას თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისაუბრებს, გაერო-ში ეს შეხვედრა რამ განაპირობა.

„ასევე კითხვები იქნება დავით გარეჯთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებზე. კერძოდ, რა სტატუსია და პროცესები როგორ ვითარდება. ასევე განხილვის თემა იქნება ოკუპირებული ტერიტორიები და ზაფხულში გამწვავებული პროცესები. ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს და მათი მიზანია, ის ნარატივი წარადგინოს, რომელიც აქვს“, – აღნიშნა ქაცარავამ.

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს დღეს მოუსმენენ.