სოფო კილაძე - ვისურვებდი, რომ ფარული კადრების გამოძიება დროში უფრო სწრაფად დასრულებულიყო
სოფო კილაძე - ვისურვებდი, რომ ფარული კადრების გამოძიება დროში უფრო სწრაფად დასრულებულიყო

ვისურვებდი, რომ ფარული კადრების გამოძიება დროში უფრო სწრაფად დასრულებულიყო, თუმცა საბოლოოდ დადებითად უნდა შეფასდეს, რომ დადგენილია პირი, ვინც კადრები პირველად გაავრცელა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ
განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ წინა რეჟიმი, რომლის კისერზეა ათიათასობით პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გაკეთება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც ახერხებს და მორალურ ტერორს აწყობს ადამიანებზე.

„ამას ავღკვეთავთ და ესეც ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – დასძინა კილაძემ.