სოფო კილაძე - ვატყობ, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალების“ ორივე განშტოებას თავსატეხი გაუჩინა
ვატყობ, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალების“ ორივე განშტოებას თავსატეხი გაუჩინა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ის, რასაც დიდი ხანია ითხოვენ, ინიციატივის სახით წარმოვადგინეთ და ამით ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცედენტო ნაბიჯი გადავდგით ბოლი პერიოდში. მათი სიყალბე კარგად ჩანს. მათი ყველა ნაბიჯი ემსახურება არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს. ეს მათი სიყალბე კარგად ჩანს და ზედაპირზე დევს. პარტიული პიარაქცია რა შუაშია, როცა ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით და ამ ნაბიჯის პრეზენტაცია მოვახდინეთ. თუ განსხვავებული აზრი ჰქონდათ, შეეძლოთ, მოსულიყვნენ და დაეფიქსირებინათ. მათი ყველა ნაბიჯი ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.