სოფო კილაძე - შეთანხმების მიუხედავად, ოპოზიცია დამატებით მოთხოვნებს აყენებს და რაღაც მიზეზებს იგონებს, რომ არ იმუშაონ
სოფო კილაძე - შეთანხმების მიუხედავად, ოპოზიცია დამატებით მოთხოვნებს აყენებს და რაღაც მიზეზებს იგონებს, რომ არ იმუშაონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, შეთანხმების მიუხედავად, ოპოზიცია რაღაც დამატებით მოთხოვნებს აყენებს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში სამუშაოდ მისვლა ეზარებათ.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე, ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.

„იმ ფონზე, როცა დასავლელ პარტნიორებთან ერთად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდა, ვხედავთ, რომ შეთანხმების მიუხედავად, ოპოზიცია რაღაც დამატებით მოთხოვნებს აყენებს და შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში სამუშაოდ მოსვლა ეზარებათ, რაღაც მიზეზებს იგონებენ, რომ არ მოვიდნენ და არ იმუშაონ. სხვა დასკვნას ვერ გავაკეთებ, რადგან შეთანხმება მიღწეულია, რაც კონსტიტუციური პროექტის სახით ჩამოყალიბდა. ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი დრო პოლიტიკურ დაპირისპირებაზე დავხარჯეთ, იმის ნაცვლად, რომ დრო ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმებზე გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ, ამის წარმმართველი ოპოზიცია იყო, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, სიტუაცია ქაოსში გადაზრდილიყო და ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება არ მისცემოდა, რადგან სხვაგვარად ხელისუფლებაში მოსვლის შანსს ვერ ხედავენ“, – განაცხადა კილაძემ.