სოფო კილაძე - სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად შტურმსა და ძალადობას განიხილავს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ პიკეტირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად შტურმსა და ძალადობას განიხილავს.
„ქართული ოცნება“ იმუშავებს და იმოქმედებს აუცილებლად კანონის ფარგლებში, ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანონის ფარგლებში. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად შტურმსა და ძალადობას განიხილავს. ეს არის ძალიან ცუდი, რაც, რა თქმა უნდა, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც ვხედავთ, ოპოზიცია ამას არად დაგიდევს. ვიმეორებ, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება კანონის ფარგლებში, კანონის შესაბამისად, ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენს ქვეყანას“ ,- აღნიშნა სოფო კილაძემ.
ოპოზიციური პარტიები აქციების განახლებას ხვალიდან გეგმავენ.
„ევროპულმა საქართველომ“ აქციების გამართვის ნებართვაზე თბილისის მერიას განცხადებით მიმართა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, პროტესტს უერთდება ყველა ოპოზიციური პარტია.
ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები პიკეტირებასაც გეგმავენ.