სოფო კილაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ თუ სხვების გამარჯვების გარანტი რომ იყოს, თანამდებობებს რურუაზე არ გაცვლიდნენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მზად არის და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის გამარჯვების გარანტი რომ იყოს, მას გიორგი რურუაზე არ გაცვლიდნენ.
„თუმცა, რაც შეეხება გიორგი რურუას, ვინმეს განცდა აქვს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც გიორგი რურუას „პოლიტპატიმრობაზე“ საუბრობს და თან ამას აბამს საკონსტიტუციო ცვლილებების თემას, დარწმუნებული რომ იყოს, ახალი საკონსტიტუციო მოდელით ხელისუფლებაში მოვლენ, ამას მხარს არ დაუჭერდნენ? ვინმე დარწმუნებულია იმაში, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გარანტი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ სხვების გამარჯვების და ისინი თანამდებობებს რურუაზე გაცვლიდნენ? სიმართლე გითხრათ, მე ასე არ მგონია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.