სოფო კილაძე - პრეზიდენტს ობიექტურობის განცდა თუ შერჩენილი აქვს, შეწყალების საკითხზე უნდა ისაუბროს
პრეზიდენტს ობიექტურობის განცდა თუ შერჩენილი აქვს, შეწყალების საკითხზე უნდა ისაუბროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
როგორც კილაძემ აღნიშნა, პარლამენტში ყოვეწლიური ანგარიშის წარდგენისას, პრეზიდენტმა შეწყალების საკითხზე თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს კითხვები და ამ კითხვებს თავად პრეზიდენტმა უნდა უპასუხოს.
„თუ პრეზიდენტს ობიექტურობის განცდა შერჩენილი აქვს, მან უნდა ისაუბროს შეწყალების საკითხზე, თვისი პოზიციიდან გამომდინარე. მგონია, რომ საზოგადოებას აქვს კითხვები და ამ კითხვებს თავადვე უნდა გასცეს პასუხი”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს. პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.