სოფო კილაძე - ოპოზიცია დამარცხების შემდეგ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს
სოფო კილაძე - ოპოზიცია დამარცხების შემდეგ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფიქრობს,  რომ ოპოზიცია დამარცხების შემდეგ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს და ქვეყანაში არეულობა სურთ.

სოფო კილაძის აზრით, ოპოზიციამ დასაწყისშივე კარგად იცოდა, რომ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებდნენ.

„ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მოვლენების სწორედ ასეთ განვითარებას ემხრობიან. აკეთებენ ყველაფერს, რათა ქვეყანაში იყოს არეულობა, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდნენ”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

მისივე თქმით, ახლა დაპირისპირებების დრო არ არის, რადგან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოშიც.

„არ შეიძლება ჯალათებს, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს და ათასობით საზიზღრობებს ჩადიოდნენ, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდეს. ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ, იციან დღესაც. ეს დამტკიცდა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების შედეგად. ახლა ცდილობენ, რომ ისევ ქაოსში გადაიყვანონ ქვეყანა, რომ შემდეგ ჰქონოდათ საშუალება ამღვრეულ წყალში თევზი დაეჭირათ. ეს არის მათი მიზანი, მაგრამ ჩვენი მიზანი არის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე”, – აღნიშნა კილაძემ.