სოფო კილაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა რევოლუციაა, რადგან ზუსტად იციან, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ
სოფო კილაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა რევოლუციაა, რადგან ზუსტად იციან, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები რაიმე სახის საარჩევნო რეფორმით დაინტერესებული არ არიან.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ რაც უნდა შესთავაზოს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ყველა სატელიტს, ე.წ. ოპოზიციურ ერთობას, ისინი არცერთ შემთხვევაში შეთავაზებას არ დათანხმდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მოცემულ მომენტში, არცერთი დემოკრატიული სისტემით შანსი არ აქვთ.

„ამიტომ, რევოლუციურ გზას ავითარებენ. ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა პერიოდში როგორ გეგმავს სხვადასხვა სცენარს, თუმცა ეს საბოლოო ჯამში რევოლუციური სცენარია. მათი ა და ბ გეგმა რევოლუციაა, რადგან ზუსტად იციან, რომ დემოკრატიული არჩევნებით მოცემულ მომენტში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.