სოფო კილაძე - კაცმა არ იცის, სად აორთქლდა 2008 წელს დევნილებისთვის გადმორიცხული ოთხი მილიარდი
სოფო კილაძე - კაცმა არ იცის, სად აორთქლდა 2008 წელს დევნილებისთვის გადმორიცხული ოთხი მილიარდი

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დევნილების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროცესი ბოლომდე მივა.

ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ელენე ხოშტარიას პრემიერისთვის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ელენე ხოშტარია დაინტერესდა, როდის დაკმაყოფილდებიან დევნილები ბინებით და რამდენად შეიძლება დაჩქარდეს ეს პროცეს.

 

„ის ოთხი მილიარდი, რაც გადმოირიცხა ჩვენი დონორი ქვეყნებიდან 2008 წელს, რომ მიგემართათ დევნილებისთვის, რაზეც იყო რეალურად გამოყოფილი ეს თანხა,  კაცმა არ იცის, სად აორთქლდა, სად წავიდა ეს ფული, დარწმუნებული ვარ, დღეს ქალბატონ ელენეს ამ კითხვის დასმა არ მოუწევდა ბატონი სოზარისთვის, ბატონი პრემიერისთვის იმიტომ, რომ ყველა დენილი საქართველოში დაკმაყოფილებული იქნებოდა საცხოვრებლით. დღეს ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა – ბიუჯეტის ფარგლებში რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ ამ ადამიანებს ფართებით და დარწმუნებული ვარ,  ძალიან მალე ეს პროცესი ბოლომდე მივა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.