სოფო კილაძე - გავაგრძელებთ იმ მანდატის ფარგლებში მუშაობას, რომელიც ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოგვცა, ეს არის დემოკრატიული პროცესი
ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამ რეკომენდაციებს ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოთხოვნები არალეგიტიმურია და საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ მანდატის ფარგლებში მუშაობას, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მისცა.
„ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხარვეზები რაც დადგინდა, აღმოიფხვრას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლეგიტიმაციის საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ოპოზიცია. ეს არ არის ლეგიტიმური მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ სწორედ იმ მანდატის ფარგლებში მუშაობას, რომელი მანდატიც ჩვენ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოგვცა, ეს არის დემოკრატიული პროცესი. ამ პროცესს აუცილებლად ბოლომდე მიყვანა უნდა და არა რაღაცა რევოლუციური სცენარებით, როგორც ეს ოპოზიციას წარმოუდგენია”, – განაცხადა სოფო კილაძემ.