სოფო კილაძე - ჩვენ ისეთი პრემიერი და მთავრობა გვყავს, რომლებიც ნდობის გამოცხადებას ნამდვილად იმსახურებენ
ჩვენ ისეთი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი გვაყვს, რომლებიც დამტკიცებასა და ნდობის გამოცხადებას ნამდვილად იმსახურებენ, – ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით გააკეთა.
“დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მთავრობის შემადგენლობას მხარს დაუჭერს და მთავრობას ერთსულოვნად დავამტკიცებთ, რადგან ვფიქრობ, რომ ქვეყნის სასიკეთოდ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ის პროგრამა, რომელიც “ ქართულ ოცნებას” დაანონსებული ჰქონდა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და კეთდება. მთავრობას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვებს რა თქმა უნდა დავუსვამთ. იმ პროგრამას, რომელიც პარლამრნტშია წარმოდგნილი, დეტალურად განვიხილავთ. თუმცა მგონია, რომ ეს ისეთი მთავრობა და ისეთი პრემიერი მინისტრია, რომელიც დამტკიცებასა და ნდობის გამოცხადებას ნამდვილად იმსახურებს”,- განაცხადა კილაძემ.
პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ხუთშაბათს, რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს. ხვალ კი მინისტრთა კაბინეტს კომიტეტების, უმრავლესობის, უმცირესობისა და ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.