სოფო კილაძე - ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნების“ გუნდი ვერ წარმომიდგენია
ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება საქმეზე ორიენტირებული, ამომრჩევლები უნდა დავარწმუნოთ, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
კილაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დაინიშვნასა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს გამოეხმაურა.
„ძალიან მაკვირვებს, ოპოზიციას ვინმეს აგრესიული რიტორიკა რომ გაუკვირდება. კობახიძე იმ კითხვებსა და შეტევებს პასუხობს, რომლებსაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან გარკვეული პირები ახორციელებენ. ჩვენი კამპანია იქნება საქმეზე ორიენტირებული, ამომრჩევლები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. შევეცდებით, ოპოზიციის აგრესიულ ნარატივზე არ გადავიდეთ“, – განაცხადა კილაძემ.
ამასთან, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართული.
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე ეს გუნდი ვერ წარმომიდგენია. ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართული“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.