სოფო კილაძე - ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო არგუმენტირებული, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი
სოფო კილაძე - ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო არგუმენტირებული, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი უანგაროდ დიდ საქმეს აკეთებს სამშობლოსთვის.

„მისი გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი. ისაუბრა დიდ მიღწევებზე,  რომლებიც რეალურად გვაქვს და დიდი გამოწვევებზე, სიღარიბეზე, რომელიც ასევე რეალურად გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომლებიც არაფერს აკეთებენ სამშობლოსთვის. ისინი ასეთ იშვიათ პიროვნებებს ლანძღავენ, იმის ნაცვლად, რომ ხელი დაიკაპიწონ და ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადონ. ეს არის მავნებლობა საკუთრი ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ამით ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ. ისტორია ამას ყველაფერს შეაფასებს. საბედნიეროდ, ძალიან ბევრია ჯანსაღი მიდგომის ადამიანი და საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთია”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.