სოფო კილაძე - აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინა და ვის გამოც დაშავებულები გვყავს
სოფო კილაძე - აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინა და ვის გამოც დაშავებულები გვყავს

თუ გვსურს, რომ განვვითარდეთ, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინა და ვის გამოც დაშავებულები გვყავს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფი კილაძემ განაცხადა,

მისი თქმით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც დააშავა.

„რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას საკითხს, თუ ვინმეს მტკიცებულება აქვს, რომ გახარიამ რამე უკანონო ბრძანება გასცა, შეიძლება, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მაგრამ არ აქვს არც ოპოზიციას და არც სხვას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ საკითხით სპეკულირებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, მინისტრია თუ დეპუტატი, ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს.

თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ აუცილებელია თითოეულ ადამიანს ისე მოვექცეთ, როგორც ამას სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტები ითვალისწინებს“, – განაცხადა დეპუტატმა, სოფო კილაძემ.