სოფო კილაძე - აგრესია და ძალადობრივი მოწოდებები წარსულია, მომავალი ურთიერთპატივისცემა და დამარცხების ღირსეულად აღიარებაა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, აგრესიული და ძალადობრივი მოწოდებები, რაც საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გუშინ უხვად იხილა, მათი ჩვეული სტილია.
ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას სწორედ ძალადობრივი მეთოდებით მართავდა.
„საზოგადოებამ ამ სტილს – აგრესიასა და ძალადობრივ მოწოდებებს უარი უთხრა როგორც წინა არჩევნებზე, ასევე შუალედურ არჩევნებზე. ვფიქრობ, ეს წარსულია, მომავალი ურთიერთპატივისცემა და დამარცხების ღირსეულად აღიარებაა. ღირსეული საქციელია, როცა ხედავ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და დამარცხების აღიარება გიწევს, ეს დემოკრატიული მოვლენაა”, – განაცხადა კილაძემ.