სოფო ხორგუანი - ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, კოორდინატორების მანკიერი პრაქტიკისგან გათავისუფლებულიყო
წინასაარჩევნო პროცესი და მთელი ეს კამპანია შემიძლია შევაფასო დადებითად იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა ტიპის პრობლემები ჩვენ არ შეგვხვედრია კამპანიის დროს, – ასე ეხმაურება ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს და საარჩევნო პროცესს, მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი სოფო ხორგუანი. მისივე თქმით, პროცესმა ჩაირა მშვიდად, ექსცესების გარეშე, თუმცა ხორგუანი უარყოფითად აფასებს, ამომრჩეველთა მობილიზების პრაქტიკას, რომელიც მისი თქმით, ამ არჩევნებზეც შეინიშნებოდა.
„წინასაარჩევნო პროცესი და მთელი ეს კამპანია შემიძლია შევაფასო დადებითად იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა ტიპის პრობლემები ჩვენ არ შეგვხვედრია კამპანიის დროს. მე ვგულისხმობ დაშინების მცდელობას, მსგავსი რამე არ ყოფილა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობდა გამართულად, მშვიდად მიმდინარეობდა პროცესი მთელი დღის განმავლობაში. თვითონ არჩევნების დღეს, საარჩევნო პროცესი იყი მშვიდი და ორგანიზებული. თუ მთლიანად საარჩევნო კამპანიაზე ვისაუბრებთ სამწუხაროა, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გათავისუფლებულიყო იმ მანკიერი პრაქტიკისგან, რომელიც დანერგა წინა ხელისუფლებამ, ეს არის კოორდინატორების ინსტიტუტი”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.