სოფო ჯაფარიძე - ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე
ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ერთიანები არიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმის ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, „რუსული რეჟიმის“ იზოლაციაში დატოვება. ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური პარტიები ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ქართველ ხალხს აუცილებლად დავუბრუნებთ კუთვნილ გამარჯვებას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოჰპარა, ამიტომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი გამარჯვება“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.