სოფო ჯაფარიძე - არც დავიღლებით, არც შეგვეშინდება, ბრძოლა იქნება ბოლომდე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ვიდრე საქართველოში რუსეთი არ დამარცხდება და ქვეყანა ევროპული ოჯახის ნაწილი არ გახდება.
„ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გვითხრა, დაიღლებით, შეგეშინდებათო. არც დავიღლებით, არც შეგვეშინდება, ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში რუსეთი არ დამარცხდება. ხედავთ, რას აკეთებენ, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს, ყველას, მაგრამ ვერ ეღირსებიან, რომ დაგვღალონ ან შეგვაშინონ. წინა ხაზზე ვიდგები და არ მივცემ უფლებას, რომ ამ ახალგაზრდებს შეეხონ. მოვიდნენ, მე გადამიარონ, მე გამისწორდნენ ფიზიკურად, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ხელს ვერ დააკარებენ. არ შეგვეშინდება, ბიძინა ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ უკვე საქართველოში და გუშინდელი დღე ამის ნათელი მაგალითი იყო. სიცოცხლეს შევწირავთ, წინა ხაზზე ვიდგები, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ვიდრე ჩვენს ქვეყანას არ გავხდით ევროპული ოჯახის ნაწილს და ეს იქნება ძალიან მალე. ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ პარლამენტთან აქციაზე.