სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მანდარინის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან, 1.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 3 512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.
უწყების ცნობით, მანდარინის ექსპორტის მოცულობა 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
სამინისტროში განმარტავენ, რომ 2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთში (1,703 ტონა), სომხეთში (1,346 ტონა), უკრაინაში (375 ტონა), ყაზახეთში (40 ტონა), სლოვენიასა (28 ტონა) და ყირგიზეთში (20 ტონა).