სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისყროს 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული.
სამინისტროს ცნობით, დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია.
„ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, სამჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს. 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 505 ტონა ვაშლი, რაც 300 პროცენტზე მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ვაშლი წელს, რუსეთის ფერედაციის და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციული ბაზრების გარდა – სომხეთის რესპუბლიკასა და სიანგანში (ჰონკონგი) გავიდა.
ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (466 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (37 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა ( 2 ტონა), სიანგანი (0,10 ტონა). ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში,