სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ქვემო ქართლში 26 ახალი საწარმო ამოქმედდა,161 კი გადაიარაღდა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ქვემო ქართლში 26 ახალი საწარმო ამოქმედდა,161 კი გადაიარაღდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლში 26 ახალი საწარმო ამოქმედდა, 161 კი გადაიარაღდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ახალ საწარმოებში, ჯამურად, 40 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 1 300-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

უწყების ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 225 ახალი საწარმო ამოქმედდა.