სოფლის ექიმებისთვის ბიუჯეტიდან ერთჯერადად 400 ლარი, სოფლის ექთნებისთვის კი, 300 ლარი გამოიყო
სოფლის ექიმებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ერთჯერადად 400 ლარი, სოფლის ექთნებისთვის კი, 300 ლარი გამოიყო. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. აღნიშნული მიზნით, 590 ათასი ლარი გამოიყო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ. პირველი ივლისიდან გათვალისწინებულია ამ ინსტიტუციებში რვა ათასამდე დასაქმებულის ანაზღაურების გაზრდა 100 ლარით.