სოფიო ქაცარავა-მაიკ პომპეოს განცხადება აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას უსვამს ხაზს
სოფიო ქაცარავა-მაიკ პომპეოს განცხადება აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას უსვამს ხაზს

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში საქართველოს დიდი ადგილი უკავია – ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ, მაიკ პომპეოს განცხადებას საქართველოს შესახებ.

მაიკ პომპეოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკა განაგრძობს რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლი საქართველოს შეიარაღებას.

სოფიო ქაცარავას განმარტებით, პომპეოს განცახდება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს.

„ აშშ-ის მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ მსგავსი მხარდამჭერი განცხადებები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დიდი ადგილი უკავია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში. მაიკ პომპეოს განცხადებაც ამის დასტურია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კითხვას, არის თუ არა მზად საქართველო,  მაიკ პომპეოს განცხადების თანახმად  „რუსეთთან რბილი პოლიტიკა დაასრულოს“, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან გაცხადებული პრინციპული პოლიტიკა აქვს.

რუსეთის მიმართ ჩვენ გვქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება. მით უმეტეს, როდესაც თემა ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამისი დასტური იყო ის რეზოლუცია, რომელიც პარლამენტმა გასულ თვეში მიიღო“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.