სოფიო ქაცარავა - გერმანიას განსაკუთრებული როლი აქვს წარმატებულ რეფორმებში, რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
სოფიო ქაცარავა - გერმანიას განსაკუთრებული როლი აქვს წარმატებულ რეფორმებში, რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

„ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით და ჩვენი სურვილი იქნება ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან უოდროპის დიალოგის სახით. მივესალმები გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში, რაც ერთმნიშვნელოვნად გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გერმანია გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას როგორც დემოკრატიის კონსოლიდაციის და განვითარების კუთხით, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა  და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების მიმართულებით. გერმანიას განსაკუთრებული როლი აქვს ყველა იმ წარმატებულ რეფორმაში, რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროში და ჩვენი სურვილი იქნება ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან უოდროპის დიალოგის სახით“, – განაცხადა ქაცარავამ.

სოფო ქაცარავას კომენტარს პარლემენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტი ოფიციალურად დღეს დადასტურდა. ზუსტი ინფორმაცია ანგელა მერკელის ვიზიტის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ ვრცელდება, თუმცა პირველი არხის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი საქართველოს აგვისტოს მეორე ნახევარში ეწვევა.