სოფიო ხუნწარია - საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება
თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება
როგორც სოფიო ხუნწარიამ აღნიშნა, დედაქალაქის მერია კოორდინაციაში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებებთან.
„დღეს დამატებითი მითითებები მივიღეთ პრემიერთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოდან, სადაც სატრანსპორტო საშუალებების ხსნარებით დამუშავება. ბუნებრივია, ყველა სატრანსპორტო საშუალება ავტობუსი, მეტროსადგური, ასევე მეტროს ვაგონები მუშავდება სველი წესით. თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ დამატებითი ხსნარები შევიძინოთ, რათა ჩვენი მოქალაქეები იყვნენ სრულად დაცულები“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.