კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს.
ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მათი დაკავება ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოხდა.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი”, – აცხადებენ სუს-ში.