სოფელ ყარაფილასთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
რუსი ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, 35 წლის ალან მარღიშვილი და 22 წლის გიორგი ჩიტიშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
დაკავებულები ოკუპირებულ ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს.
ალან მარღიშვილი და გიორგი ჩიტიშვილი ყარაფილასთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.