სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა
სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა განუსაზღვრა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ომარ გამყრელიძის მიმართ ხანდაზმულობის გათვალისწინებით, პატიმრობაზე მსუქბუქი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ.

სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, რომელიც აცხადებდა რომ დაკავების შემდეგ საგარეჯოს პოლიციაშია ადგილი ჰქონდა მასზე ფიზიკურ ზეწოლას. ომარ გამყრელიძებრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შვილი, რძალი და ორი მეზობელი სხვამ მოკლა.

ომარ გამყრელიძის წინაღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისაა და საბრძოლო მასალის შენახვა ტარებას.