მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში, სოფელ წვირმში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ეკურთხა.
როგორც წირვის დასრულების შემდეგ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმა განაცხადა, დღევანდელი დღე არის დღესასწაული, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს.
„შევთხოვთ ყველაწმინდა ღვთისმშობელს, მისი მეოხებით და მფარველობით გააერთიანოს სრულიად საქართველო”,-აღნიშნა მეუფემ.
ტაძრის კურთხევას ადგილობრივი მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის რვა ეპისკოპოსი ესწრებოდა.