მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც მამა შვილი გადაადგილდებოდნენ, მოცურდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა 50 წლის მამა, ხოლო სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სასწარაფო დახმარების მანქანამ საგარეჯოს საავადმყოფოში მანქანაში მჯდომი 30 წლამდე მამაკაცი გადაიყვანა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.