გურჯაანის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამამ სამი თვის ჩვილი სავარაუდოდ ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი მეუღლის მკვლელობაც სცადა.
მომხდარს საქართველოს პირველ არხთან საუბარში გურჯაანის მერი ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, ოჯახი დასავლეთ საქართველოდანაა და ვეჯინში ქვისლთან სტუმრად იმყოფებოდა.
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.