სოფელ ვედიდკარში დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჯერჯერობით დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა.
აფეთქების შედეგად, სოფლის მცხოვრებმა ზ.კ- მ ხელის მტევნების დაზიანება მიიღო.
მარტვილის რაიონული საავადმყოფოს ექიმების თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენა. მოხდა თითის ამპუტაცია. ამჟამად ზ.კ. – ს მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 124- ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.