სოფელ ტყვიავში ორი ძმა დაჭრეს
სოფელ ტყვიავში ორი ძმა დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ორი ძმა დაჭრეს.

29 და 22 წლის ძმები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გორის კლინიკა „გორმედში“ და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ტყვიავში ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ორივე მათგანს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.