თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას მოსახლეობა წყალს ითხოვს. უწყლობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ 100-მდე ოჯახს აწუხებს.
მოსახლეობა ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის წყალს მდინარე ძევრულადან იღებენ ან წვიმას ელოდებიან. სასმელი წყალი კი, რამდენიმე კილომეტრიდან მოაქვთ.
„სოფელს 38 წელია ეს პრობლემა აქვს. ხალხი წვიმას ელოდება დასაბანად. ამხელა სოფელია, წყლის გარეშე როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა,”- განუცხადა პირველ არხს სოფელ სიქთარვას მკვიდრმა ამირან ყაზაიშვილმა.
თერჯოლის მერის წარმომადგენელი თამაზ ბარბაქაძე ამბობს, რომ სამუშაოები დაწყებულია და სიქთარვას მოსახლეობას წყლის პრობლემა მომავალი წლის იანვრიდან აღარ ექნება.