სოფელ შრომის მოსახლეობის ნაწილი ურეკში შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრთან შევედრა მოითხოვა
ურეკში მიმდინარე ,,ქართული ოცნების” რეგიონული კონფერენციის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ შრომის მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი პრემიერ- მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
,,დიდი ხანია ამაოდ ვითხოვთ სოფლის გაზიფიცირებას, გზების მოწესრიგებას. გვინდა, პრემიერ მინისტრი უკანონოდ გასხვისებული მიწების საკითხითაც დაინტერესდეს. ვცდილობთ, ეს ყველაფერი პირადად ვუამბოთ, მაგრამ სამართალდამცავები მასთან მიახლოების საშუალებას არ გვაძლევენ”- განაცხადა სოფელ შრომის მცხოვრებმა, ბადრი ბარბაქაძემ.
მოსახლეობის შეკრების ამ ფორმას გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ მართული უწოდა და განაცხადა, რომ ხალხთან დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა.