სოფელ შამგონაში მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ძალადობაშია ბრალდებული.
ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი გუშინ ნახეს. ოჯახის წევრებმა სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.