სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 08:28 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი დმანისიდან 25 კილომეტრში, კვლავ სოფელ სამებასთან იყო.

სოფელ სამებასთან მიწისძვრა დაფიქსირდა დღეს, თბილისის დროით 03:36 საათზეც, ასევე – გუშინ, თბილისის დროით 19:25 საათზე.